Posts

Showing posts from March, 2018

ნაციონალური (ეროვნული) იდეა

ნაციონალური იდეა ნუკრი შოშიაშვილი ნაციონალური იდეის აღწერისას, საჭიროა გათვალისწინებული იქნას ორი მნიშვნელოვანი მომენტი: 1) ქართველი ხალხის ანთროპოლოგია 2) იდეის ცნების განსაზღვრება 1)    ქართველი ხალხის ანთროპოლოგია „ყველა ერი არის ღმერთის იდეა“ იოჰან ჰერდერი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ ხალხის ქცევის ნორმებს და ხასიათს განსაზღვრავს უამრავი ფაქტორი, რომელიც ანთროპოლოგიაში იყრის თავს. ბიოლოგიურად ყველა ადამიანი მსგავსია, მაგრამ ანთროპოლოგიურმა განსხვავებებმა აჩვენებს მათ შორის განსხვავებას. მაგალითად თუ კი ხალხი არ არის ანთროპოლოგიურად მიდრეკილი იმპერიის შექმნისკენ, რაც არ უნდა დიდი ფულადი რესურსები ჰქონდეს, ის ვერ შექმნის იმპერია. იმპერიას თავისი ანთროპოლოგია ჭირდება. ამის კარგი მაგალითია რუსეთი, რომელიც ფინანსური, ეკონომიკური რესურსების სიმცირის მიუხედავად, მაინც იმპერიად რჩება, რადგან ანთროპოლოგიურად ისინი იმპერიალისტურ ხალხებს მიეკუთვნება. შესაბამისად საჭიროა მოვიძიოთ და განსაზღვროთ ჩვენი ანთროპოლოგია, რა თქმა უნდა ესეთი საკითხი ძალზედ სა...