როდის ხდება რევოლუცია?

რევოლუციის თეორებიზე ყველაზე კლასიკური ნიმუში მოგვცა მარქსმა და ენგელსმა, რომლის მიხედვითაც რევოლუცია კლასთა შორის კონფლქიტად განიხილებოდა. პრივილეგირებულ კლაბსს, უწყებს ბრძოლას ჩაგრული ახალად აღმავალი კლასები. საბოლოოდ კი პრივილეგირებული კლასების მიერ, ჩაგრული კლასების ბლოკირება იმსხვრევა, იწყება რევოლუცია და ხელისუფლების ცვლა. ეს პროცესი მიმდინარეობს იდეოლოგიური ჰეგემონიის ცვლის პარალელურად. მარქსისტებისთვის, მართველი კლასები რომლებიც ფლობდნენ წარმოების საშუალებას, უწევდათ დაპირისპირება სამუშაო ძალის მიმწოდებლებთან და მესაკუთრეებთან, რომლებიც წარმოების საშუალებებზე კონკურირებდნენ. არამარქსისტებიც კი იყენებდნენ ამ მოდელს, როდსაც ინგლისის და საფრანგეთის რევოლუციას უკავშირებდნენ „ბურჟუაზიის აღმავლობას“ ან „ჯენტრის აღმალობას“ [1] ალვინ გოლდტოუნმა „სახელმწიფოებრივი დაცემა ახალ ეპოქის სამყაროში“ წამოაყენა რამოდენიმე საინტერესო თეზისი, თუ რატომ ხდება რევოლუცია. გლოდტოუნის მიხედვით რევოლუცია ელიტების დაცემით და არა ქვემოდან მომდინარე ზეწოლებით. არ აქვს მნიშვნელობა...