როდის ხდება რევოლუცია?
რევოლუციის თეორებიზე ყველაზე კლასიკური ნიმუში მოგვცა
მარქსმა და ენგელსმა, რომლის მიხედვითაც რევოლუცია კლასთა შორის კონფლქიტად განიხილებოდა.
პრივილეგირებულ კლაბსს, უწყებს ბრძოლას ჩაგრული ახალად აღმავალი კლასები. საბოლოოდ
კი პრივილეგირებული კლასების მიერ, ჩაგრული კლასების ბლოკირება იმსხვრევა, იწყება რევოლუცია
და ხელისუფლების ცვლა. ეს პროცესი მიმდინარეობს იდეოლოგიური ჰეგემონიის ცვლის პარალელურად.
მარქსისტებისთვის, მართველი კლასები რომლებიც ფლობდნენ
წარმოების საშუალებას, უწევდათ დაპირისპირება სამუშაო ძალის მიმწოდებლებთან და მესაკუთრეებთან,
რომლებიც წარმოების საშუალებებზე კონკურირებდნენ. არამარქსისტებიც კი იყენებდნენ ამ
მოდელს, როდსაც ინგლისის და საფრანგეთის რევოლუციას
უკავშირებდნენ „ბურჟუაზიის აღმავლობას“ ან „ჯენტრის აღმალობას“[1]
ალვინ გოლდტოუნმა
„სახელმწიფოებრივი დაცემა ახალ ეპოქის სამყაროში“ წამოაყენა რამოდენიმე საინტერესო თეზისი, თუ რატომ
ხდება რევოლუცია. გლოდტოუნის მიხედვით რევოლუცია ელიტების დაცემით და არა ქვემოდან
მომდინარე ზეწოლებით. არ აქვს მნიშვნელობა მოსახლეობის დიდი ნაწილის გაჭირვების დონეს:
მას არ შეუძლია დაანგრიოს სახელმწიფო იქამდე, სანამ ელიტები და მათი სამხედრო რეპრესიული
აპარატი შეკრულია და გამართული. თუ არ არსებობს
ელიტების დაცემის ნიშნები, სახელმწიფოს დაცემისთვის არ არის საკმარისი სხვადასხვა უკმაყოფილებები,
არც მოსახლეობის მზაობა აჯანყებისათვის. ჩარლ ტილლმა აჩვენა, რომ აჯანყებულთა მობილიზაცია
პროგრესირებს იქამდე, სანამ ამას ნებას აძლევს შიდაელიტური კონფლიქტი და ბლოკირება
ან დემობილიზაცია სახელმწიფოს რეპრესიული რესურსების.
გოლდსტოუნმა დაასახელა სამი მიზეზი სახელმწიფოს დაცემის
ახალ დროში: 1) ფინანსური სირთულეები, როდესაც სახელმწიფოს აღ შეუძლია საკუთარ ფუნქციონირებს
და უპირველეს ყოვლისა ჯარს 2) შიდაელიტური კონფლიქტი, როდესაც ხელისუფლება იხლიჩება
და ამის შედეგად, მათი შესაძლებლობის პარალიზება ხდება 3) სახალხო ჯანყი, რომელიც ზემოთ
ჩამოთვლილ ორი პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.
ბროდელმა და შემდეგ უკვე სხვა ისტორიკოსებმა აჩვენეს,
რომ ინგლისის და საფრანგეთის რევოლუცია არა ბურჟუაზიული, არამედ გვიანფეოდალური სისტემის
პროდუქტია. ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი საფრანგეთის რევოლუციის დაწყებას ფრანგულ არისტოკრატიულ
მისწრაფბებს უკავშირებს. მათ შორის ისეთი ანარქისტი რადიკალიც კი როგორიც კროპოტკინი
იყო, თავის ნაშრომში რომელცი საფრანგეთის რევოლუციას ეხება, აღნიშნავს რომ მასათა ამბოხი
ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყო 16-18 საუკუნეების საფრანგეთში და ის
რევოლუციას არ იწვევდა და ასევე აღიარა რევოლუციურ მოძრაობებში არისტოკრატიის როლი,
უბრალოდ შენიშნა რომ ამ კავშირმა სახალხო მოძრაობასთან შეცვალა თავდაპირველი არისტოკრატიული
პროექტი და ის აქცია რადიკალურ მოძრაობად (რობესპიერის მოსვლის შემდეგ)
გოლდსტოუნი გამოყოფს დემოგრაფიულ საკითხს, როგორც ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს მიზეზს რატომაც მოხდა ინგლისის და საფრანგეთის რევოლუცია
1.
უპირატესად აგრარული ეკონოიკა, როდესაც მოსახლეობა უფრო
სწრაფად იზრდება, ვიდრე კულტივაციის საშუალებები, იმატებს საკვებზე და პირველად პროდუქტზე
ფასი. ეს კი ძალიან მძიმედ აწვება სახელმწიფოს ბიუჯეტს, რადგან მას ჭირდება ჯარის შენახვა,
ხოლო „სამხედრო რევოლუციასთან“ ერთად სახელმწიფოს უწევს მეტი ადამიანის რეკრუტირება
ჯარში. ეს იწვევს სახელმწიფოს ბიუჯეტის გადატვირთვას (საფრანგეთის რევოლუციის დროს
ყოველი მეოთხე ევროპელი იყო ფრანგი - 32 მილიონი ადამიანი)
2.
მოსახლეობის ზრდა იწვევს ელიტებს შორის კონფლიქტებს.
ფასების ზრდასთან ერთად ელიტებს უფრო ძვირი უჯდებათ საკუთარი თავის და თავიანთი ქვეშევრდომების
შენახვა. ამასთან ერთად ელიტარული ოჯახებით (არისტოკრატები) იზრდებიან და უფრო მეტი
ქალიშვილის გათხოვება სჭირდებათ, ხოლო უფრო მეტი ვაჟიშვილის პრესტიჟულ სახელმწიფო და
სამხედრო დაწესებულებებში მოწყობა (ეს პუნკტი ერიკ ჰობსბაუმაც შენიშნა - მან შეისწავლა
რევოლუციონერების, როგორებიც იყო მარატი, რობესპირერი, დანტონი და სხვების წარმომავლობა,
ისინი ყველანი შეძლებული პატარა ქალაქის მკვიდრნი იყვნენ, დიდი ამბიციებით, რომელსაც
ვეღარ აკმაყოფილებდა აბსოლუტიზმი საფრანგეთში)
3.
მოსახელობის ზრდა იწვევს მიწის კიდე უფრო გადანაწილებას
ერთმანეთში, რაც საბოლოო ჯამში სიღარიბეს იწვევს ან სოფლიდან ქალაქში გადასვლა და პროლეტარიატის
ჩამოყალიბება (თუ კოლონიალურია სახელმწიფო, სახელმწიფო იცილებს ზედმეტ მოსახლეობას,
მაგრამ საფრანგეთმა თავის კოლონიების დიდი ნაწილი დაკარგა - ბრიტანეთისგან განსხვავებით,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში სტაბილური დემოგრაფიული მდგომარეობით გამოირჩეოდა)
ქალაქის ტიპები, კი არ იძლევა საშუალებას ამ ადამიანების დასაქმების, რაც იწვევს მათ
ამბოხებულ მოძრაობებში ჩართვას (ამბოხებულ მძორაობაში და არა რევოლუციურ მოძრაობაში)
რაც შეეხება იდეოლოგიას,
მიჩნეულია რომ იდეოლოგიას ეჭირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი რევოლუციის
პროცესში. მართლაც იდეოლოგიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ
ვუტნოუ თავი კვლევაში „დისკურსის საზოგადოებაში“ აჩვენებს სამ ფაზას რევოლუციის: დაწყებას,
პოლიტიკურ ბრძოლას და ძლიერ ხელს. ვუტნოუ აჩვენებს რომ იდეოლოგია არ თამაშობს გადამწყვეტ
როლს (შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან როლს) რევოლუციის დაწყებაში. რევოლუციის დაწყება
ხდება ინტერესთა კონფლიქტით ელიტებს შორის და არა იდეოლოგიური დროშის ქვეშ, მაგრამ
უკვე მეორე პერიოდში, როდესაც პოსტრევოლუციურ მოძრაობაში სხვადასხვა ჯგუფები იწყებენ
ბრძოლას, ამ პერიოდში იდეოლოგია ერთ-ერთი გადამწყვეტი ხდება.
ერთი სიტყვით იმ იდეას რომ რევოლუციისთვის სოციალური უსამართლობა, გაჭირვება არის საკმარისი, არ ვეთანხმები. ლუდოვიკო XIV დროს გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო დაბალ სოციალურ ფენებში, ვიდრე საფრანგეთის რევოლუციის წინ (არა და ლუდოვიკო XIV პერიოდი ოქროს ხანად ითვლება). ელიტებს შორის განხეთქილება და შიდაელიტური დაპირისპირებები ხდება რევოლუციის მიზეზი. აქ გავიხსენებ ვალერშტაინს რომელმაც დეტერმინიზმზე თქვა შემდეგი რამე "როდესაც სისტემა შეკურლია, თავისუფალი ნება ვერ ხორციელდება, ყველაფერი დეტერმინირებულია, ხოლო როდესაც სისტემა შედის კრიზისში, აი სწორედ მაშინ ხდება გადამწყვეტი თავისუფალი ნება". ჩვენი ეპოქა არის დეტერმინირებული, ელიტა შეკრულია და ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ამ რეალობაში ცხოვრება მოგვიწევს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს პერიოდი 7-8 წელზე მეტი ხანი არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარე, ის კრიზსში უნდა შევიდეს ამ პერიოდში, სწორედ კრიზისი გამოიწვევს ელიტებს შორის დაპირისპირებას და სწორედ მაშინ მიეცამა სხვადსხვა ჯგუფებს პოლიტიკაზე გავლენების მოხდენის საშუალება. ასე რომ რაღაც მხრივ ეს პროცესი არის ისტორიის ნაწილი, ისტორია არ ჩერდება ერთ ადგილზე და შესაბამისად ის პოლიტიკური და სოციალური სისტემა რომელშიც ვცხოვრობთ არ არის მუდმივი, საკმაოდ მალე შეიცვლება.

Comments
Post a Comment