Posts

Showing posts from June, 2018

იდეოლოგია - კაპიტალისტური საზოგადოების მართვის საშუალება

Image
თანამედროება ანუ მოდერნი იყო მთლიანად იდეოლოგიზირებული ეპოქა, მაგრამ იდეოლოგია არის ახალი მოვლენა. XV-XVI საუკუნეებს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ყველა სოციალური ბრძოლა, ყველა კლასობრივი ბრძოლა იმ პერიოდის ხდებოდა რელიგიურ პრიზმაში - და ეს ომი გამოიხატებოდა კათოლიკებსა და   პროტესტანტებს შორის დაპირისპირებაში, მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოში ჩნდება სიტყვა „იდეოლოგია“. 1791 წელს დესტიუდ დე ტრასი მოხსენებით გამოდის პარიზში, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში, სადაც პირველად იყენებს სიტყვას „იდეოლოგიას“. თავდაპირველად დე ტრასისთვის იდეოლოგია იყო მეცნიერება ყველა სულიერ ფორმაზე - მეცნიერება იდეებზე (ენციკლპედიური ცოდნა - რაც მაშინ ძალიან დამახასიათებელი იყო). მაგრამ იდეოლოგიის შინაარსი მალევე შეიცვალა და მიიღო სულ სხვა შინაარსი და საბოლოოდ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ყალიბდება მოდერნის სამი ძირითადი იდეოლოგია: 1) კონსერვატიზმი 2) ლიბერალიზმი 3) მარქსიზმი (სოციალიზმი) დღეს უკვე იდეოლოგია გამოიყენება ყველაფერთან მიმართებაში: „იმპერიალიზმის იდეოლოგია“, „მამაკაცუ...