იდეოლოგია - კაპიტალისტური საზოგადოების მართვის საშუალება


თანამედროება ანუ მოდერნი იყო მთლიანად იდეოლოგიზირებული ეპოქა, მაგრამ იდეოლოგია არის ახალი მოვლენა. XV-XVI საუკუნეებს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ყველა სოციალური ბრძოლა, ყველა კლასობრივი ბრძოლა იმ პერიოდის ხდებოდა რელიგიურ პრიზმაში - და ეს ომი გამოიხატებოდა კათოლიკებსა და  პროტესტანტებს შორის დაპირისპირებაში, მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოში ჩნდება სიტყვა „იდეოლოგია“. 1791 წელს დესტიუდ დე ტრასი მოხსენებით გამოდის პარიზში, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში, სადაც პირველად იყენებს სიტყვას „იდეოლოგიას“. თავდაპირველად დე ტრასისთვის იდეოლოგია იყო მეცნიერება ყველა სულიერ ფორმაზე - მეცნიერება იდეებზე (ენციკლპედიური ცოდნა - რაც მაშინ ძალიან დამახასიათებელი იყო). მაგრამ იდეოლოგიის შინაარსი მალევე შეიცვალა და მიიღო სულ სხვა შინაარსი და საბოლოოდ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ყალიბდება მოდერნის სამი ძირითადი იდეოლოგია:

1) კონსერვატიზმი
2) ლიბერალიზმი
3) მარქსიზმი (სოციალიზმი)

დღეს უკვე იდეოლოგია გამოიყენება ყველაფერთან მიმართებაში: „იმპერიალიზმის იდეოლოგია“, „მამაკაცური შოვინიზმის იდეოლოგია“, "ჰეტეროსექსუალური იდეოლოგია" და ა.შ ანუ ყველაფერი იდეოლოგია გახდა. მაგრამ რომ მივუდგეთ მკაცრად და დასვათ შეკითხვა, თუ რატომ გაჩნდა იდეოლოგია?  პასუხი იქნება შემდგომი: ახალი სოციალური დაპირისპირებას დასჭირდა ახალი უფრო რთული, ორგანიზებული სულიერი ცოდნა. ვალერშტაინმა საინტერესო მოსაზრება თქვა ამის შესახებ, რომ ერთ-ერთი შედეგი ფრანგული დიდი რევოლუციის იყო ის, რომ ცვლილებები აუცილებელი გახდა და ის იქცა ნორმად. მოწონდათ თუ არა ცვლილებები წვლილებებში უნდა ეცხოვრათ. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა რამოდენიმე მიმდინარეობა:

1) „ჩვენ არ მოგვწონს ცვლილებები“ - ჩვენ ვერ შევცვლით ამ ცვლილებებს, მაგრამ შევეცდებით შევაჩეროთ, კონსერვირებას მოვახდენთ - მოგვიანებით ამ განწყობებზე შეიქმნა კონსერვატიზმი
2) ვისაც მოწონდა ცვლილებები, იქაც გაჩნდა ორი მიმართულება: 1) ისინი ვისაც „რევოლუციური“ ცვლილებები უნდოდათ ანუ მუდმივი ცვლილებები 2) ე.წ რეფორმირებული  - ნახტომითი ცვლილებები
და შესაბამისად მოდერნი არის სამმოდელიანი (ნუ შეიძლება მათ შორის გარკვეული ჰიბრიდების გაჩენაც, მაგრამ თავისი არსით სამმოდელიანია: მარქსიზმი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი)
თავდაპირველად ფორმირდება კონსერვატიზმი, მარტივი იყო მათი ფორმირება ამ ცვლილებების მიუღებლობის გამო. მოგვიანებით 1820-30-იანწლებში საბოლოოდ ფორმირდება ლიბერალიზმი, ხოლო 1840-50-იან წლებში კი მარქსიზმი.
და თუ დავაკვირდებით იდეოლოგიურ სამკუთხეთს რომელიც ჩამოყალიბდა და მათ კუთხეებს ვნახავთ რომ თითეულ ორს, აქვს საერთო მესამეს წინააღმდეგ. მაგალიტად სოციალისტებს და კონსერვატორებს საერთო აქვთ კოლექტიურის მნიშვნელობაზე აქცენტირება, ლიბერალური ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ, ხოლო კონსერვატიზმს და ლიბერალიზმს საერთო აქვთ მარქსისტების წინააღმდეგ, რევოლუციის მიუღებლობა და კერძო საკუთრების იდეა, ხოლო ლიბერალიზმს და სოციალიზმს კი საერთო აქვთ პროგრესის იდეა კონსერვატორების წინააღმდეგ.
ზოგადად იდეოლოგიური კუბი რუბიკის შექმნა და მერე მათ შორის კომბინირებამ, ხელი შეუწყო კაპიტალისტურ საზოგადოების ფორმირებას: „არ მუშაობს ეს კომბინაცია, სხვა კომბინაციის აწყობა შეგვიძლია“ და ამ ფორმით უამრავ პრობლემებს იცილებს კაპიალისტური საზოგადოება თავიდან. იმის მიუხედავად რომ განსხვავებული სისტემა იყო ერთი მხრივ აშშ-ში და ბრიტანეთში, ხოლო მეორე მხრივ საბჭოთა კავშირში, სტალინს, ჩერჩილს და რუზველტს გააჩნდათ ერთი უნივერსალური ლექსიკონი: ეს იყო პროგრესიზმი ენა - განმანათლებლობის გეოკულტურა. ნაციონალ-სოციალიზმს რაც შეეხება, ის მართალია ანტიუნივერსალისტური იყო თავისი შინაარსით, ეს კი გერმანული იდეის მახასიათებელია, ლუთერიდან დაწყებული რომელმაც პრინციპში უნივერსალიზმის (კათოლიკური უნივერსალური სამყაროს) წინააღმდეგ გაილაშქრა, მესამე რაიხიც გარკვეულწილად ანტიუნივერსალისტური იყო, ეს იყო გარკვეულწილად ჯანყი უნივერსალიზმის წინააღმდეგ, ტორისა და ოდინის ჯანღი - ქრისტიანობის წინააღმდეგ.

საბოლოოდ რომ განვსაზღვროთ იდეოლოგია, იდეოლოგია არის სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური პროექტების იდეური გაფორმება.
თუ კი შევადარებთ: იდეოლგიას, რელიგიას და მეცნიერებას, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს  რელიგია და მეცნიერება აღმოჩნდება ერთ მხარეს, ხოლო იდეოლოგია სულ სხვა მხარეს, რადგან იდეოლოგიის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ წარმოდგინოს ერთი სოციალური ჯგუფის ფასეულობები გინდ ბურჟუაზიის, გინდ პროლეტარიატის, როგორც უნივერსალური ფასეულობები, ანუ მოახდინოს რეალობის აღქმის შეცვლა. რელიგიაც შეიძლება იგენაირად მოქმედებს, მაგრამ რელიგია თავდაპირველადვე შეიქმნა სულ სხვა მიზნებისთვის, როგორც მეცნიერება. რელიგიასა და მეცნიერებას გააჩნია საერთო, მაგალიტად მეცნიერებაშიც დევს გარკვეული რწმენა იმის შესახებ რომ სამყარო შემეცნებითია, მაგრამ რა თქმა უნდა რელიგია და მეცნიერება განსხვავდებიან, მაგრამ მაინც მათი გადაკვეთის წერტილები უფრო ახლოსაა ვიდრე იდეოლოგიის.  იდეოლოგიასთან უფრო ახლოს დგას მაგიასთან (იეზუიტები რატომ აფინანსებდნენ და ხელს უწყობდნენ მეცნიერების აღმავლობას? იმიტომ რომ იეზუიტები მთავარ მტერს ხედავდნენ მაგიაში)  

Comments

Popular posts from this blog

როდის ხდება რევოლუცია?

უმრავლესობა და უმცირესობები