უმრავლესობა და უმცირესობები
რა არის უმცირესობის აჯანყება? ზოგადად ტერმინი „უმცირესობა“ პოლიტიკაში და სოციალურ მეცნიერებებში ყოველთვის რაოდენობრივ უმცირესობას არ ნიშნავს, მაგალითად ქალთა პოლიტიკა - უმცირესობების პოლიტიკაში გადის, ამის მიუხედავად რაოდენობრივად ქალები უფრო მეტნი არიან. უმცირესობა პირველ რიგში არის კულტურული ჯგუფი, რომელთა ნორმები, ღირებულებები. ცხოვრების წესი განსხვავდება საზოგადოებისგან. XX- ე საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებაში. მაგალითად ადრე, როდესაც იგივე ქალთა მოძრაობის დროს სუფრაჟისტები რომლებიც იბრძოდნენ ქალთა ხმის უფლებებზე და სხვა თანასწორ უფლებებზე, ანუ იმისთვის რომ რაც აღიარებული იყო ნორმად, მათაც შეხებოდათ, მარტივად რომ ვთქვათ უმცირესობები ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ უმრავლესობას, მიეღოთ ისეთივე უფლებები და ისეთივე ნორმებში ეცხოვრათ, რაც ნორმად იყო მიჩნეული. ხოლო მოგვიანებით უმცირესობები აქტიურად დემონსტრირებენ რომ არა მარტო არ უნდათ რომ ნორმებში ჩაჯდნენ, არამედ უნდათ რომ საკუთარ ნორმებს მოარგონ საზოგადოებას და განავრცონ ს...