უმრავლესობა და უმცირესობები
რა არის უმცირესობის
აჯანყება?
ზოგადად ტერმინი „უმცირესობა“ პოლიტიკაში და სოციალურ
მეცნიერებებში ყოველთვის რაოდენობრივ უმცირესობას
არ ნიშნავს, მაგალითად ქალთა პოლიტიკა - უმცირესობების პოლიტიკაში გადის, ამის მიუხედავად
რაოდენობრივად ქალები უფრო მეტნი არიან.
უმცირესობა პირველ რიგში არის კულტურული ჯგუფი, რომელთა
ნორმები, ღირებულებები. ცხოვრების წესი განსხვავდება საზოგადოებისგან. XX-ე
საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებაში. მაგალითად
ადრე, როდესაც იგივე ქალთა მოძრაობის დროს სუფრაჟისტები რომლებიც იბრძოდნენ ქალთა ხმის
უფლებებზე და სხვა თანასწორ უფლებებზე, ანუ იმისთვის რომ რაც აღიარებული იყო ნორმად,
მათაც შეხებოდათ, მარტივად რომ ვთქვათ უმცირესობები ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ უმრავლესობას,
მიეღოთ ისეთივე უფლებები და ისეთივე ნორმებში ეცხოვრათ, რაც ნორმად იყო მიჩნეული. ხოლო
მოგვიანებით უმცირესობები აქტიურად დემონსტრირებენ რომ არა მარტო არ უნდათ რომ ნორმებში
ჩაჯდნენ, არამედ უნდათ რომ საკუთარ ნორმებს მოარგონ საზოგადოებას და განავრცონ საკუთარი ღირებულებები, ცხოვრების წესი
დანარჩენ საზოგადოებაზე. სწორედ ეს არის უმცირესობების აჯანყება. ანუ ადრე, ღირსეული პოზიცია იყო - ნორმალური ადამიანის
პოზიცია, დღეს კი ღირსეული პოზიციაა - მარგინალის პოზიცია. მარგინალი ყველას თვალწინ
გვაქვს, მარგინალი საკუთარ თავს დემონსტრიებს ყველგან, პრესა კი მირბის იქ სადაც მარგინალი დემონსტრირებს საკუთარ
თავს და ეს ამბავი ხვდება პირველი სიუჟეტად ყველგან.
პარადი არის ყველაზე კარგი საშუალება საკუთარი თავის
დემონსტრირების საზოგადოებაში და საზოგადოების მოზიდვა შენკენ.
დემოკრატია და
უმცირესობები
დემოკრატიის კლასიკური გაგება, რომელიც განისაზღვრებოდა
უმრავლესობის მართველობით, დღეს შეიცვალა, დღეს მიჩნეულია რომ დემოკრატია ყველა უმციესობის
ინტერესის გამტარებელი უნდა იყოს - ანუ უმცირესობების მართველობაზე უნდა იყოს აგებული.
მთავარი შეკითხვა არის, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს
უმცირესობის მართველობა - დემოკრატიას?
თუ კი ჩვენ დემოკრატიულ პროცედურებს ავიღებთ, როგორიცაა
არჩევნები და რეფერენდუმი, უმცირესობებს გაუჭირდებათ და შეუძლებელი იქნება დემოკრატიული
წესით განახორციელონ საკუთარი პოლიტიკა. ამიტომ სამი დამატებითი ძალა ერთვება უმცირესობების
პოლიტიკის გატარებაში: 1) კაპიტალიზმი - კაპიტალიზმი დაფუძნებულია ნდობის ქსელებზე,
რადგან კაპიტალიზმი ნდობაზეა დაფუძნებული რომლებსაც ერთმანეთთან გააჩნიათ ფუნანსურ
სუბიექტებს - ის ძალიან ძლიერად ისრუტავს უმცირესობებს და სწორედ კაპიტალისტური მექანიზმებით
ხორციელდება უმცირესობების პოლიტიკის გატარება - იქნება ეს დიდი საფინანსო მხარდაჭერა,
საზოგადოების მარკეტიზაცია და ა.შ. 2) კულტურა - განსაკუთრებით კულტურული ბოჰემა, კულტურული
ჯგუფები უმცირესობების ენერგიებით იკვებება და სწორედ კულტურული სფერო ქმნის საკმაოდ
ძლიერ ადგილს უმცირესობების პოლიტიკის გატარებისას 3) საგარეო მხარდაჭერა - როდესაც
უმცირესობა ვერ ახერხებს საკუთარ აზრების, ღირებულებების დამკვიდრებას და გატანას არჩევნებით,
უმცირესობა იწყებს ძლიერ გარე ძალაზე აპელირებას და ეს საგარეო ძალა, უმცირესობის მეშვეობით
და უმცირესობა მისი მეშვეობით აღწევენ იმას რაც უნდათ.
ასე რომ უმცირესობების პოლიტიკა, ხორციელდება დემოკრატიული
პროცედურების გვერდის ავლით, ამიტომ უმცირესობის პოლიტიკა უმეტესად დემოკრატიულ პროცესით
არ ხორციელდება.
როგორია უმცირესობის
და უმრავლესობის ურთიერთობის ფორმები?
უმრავლესობისა და უმცირესობების ურთიერთობის სამი მოდელი
არსებობს:
1)
როდესაც უმცირესობის იზოლაცია ხდება - უარყოფილია მათი
ღირებულებები, ხდება მათი შევიწროება და ა.შ
2)
მეორე მოდელი განიხილავს უმცირესობას როგორც განვითაების
წყაროს და ამ გაგებით ყველა სახის უმცირესობა არის მატარებელი იმ იდეების, რომელმაც
მომავალში შეიძლება მოიტანოს განვითარება: იქნება ეს ახალი იდეები, ახალი სოციალური
სტრუქტურები და ა.შ
3)
არის ინვერსიული მოდელიც - როდესაც უმცირესობა იპყრობს
კულტურას, არაკრიტიკულ და საკმაოდ აგრესიულ
ფორმით, ხდება წამყვანი ძალა, ანუ საკუთარ ღირებულებებს და ნორმებს თავს ახვევს აგრესულ
ფორმით დანარჩენ საზოგადოებას.
ამ გაგებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უმცირესობის აჯანყებაზე,
ვსაუბრობთ ინვერსიულ მოდელზე, როდესაც უმცირესობას უნდა საზოგადოების გარდაქმნა მის
მოდელზე, ისე რომ ყველანაირი კრიტიკული დაფიქსირებების მიმართ აგრესიით და მარგინალიზაციით
პოლიტიკა გამოიყენოს.
როგორი თანაცხოვრების
ფორმები არსებობს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის?
არსებობს რამოდენიმე ფორმა თანაცხოვრების:
1)
როდესაც უმცირესობა იგდებს ხელთ ძალაუფლებას და იწყებს
საზოგადოების ძალადობრივ ტრანსფორმაციას - ეს გვხდება ჩვენ თალიბანთან მიართებაში,
პინოჩეტის ჩილსეთან მიმართებაში და ა.შ.
2)
ესაა უმცირესობების ასიმილაცია - როდესაც უმრავლესობა
ახდენს უმცირესობის ასიმილირებას, ეს ყველგან, ყველა ერის და ხალხის ისტორიაში გვხდება
3)
გეტოიზაცია - როდესაც კონკრეტული ჯგუფის გამოყოფა ხდება,
ქმნიან საკუთარ ანკლავებს, სადაც საუბრობენ საკუთარ ენაზე, ლოცულობენ საკუთარ ღმერთებზე
და სხვას არ ეხებიან.
4)
მულტიკულტურალიზმი, როდესაც საზოგადოებაში უამრავი განსხვავებული
კულტურის და იდენტობის ადამიანი თანაარსებობს
მულტიკულტურიზმი ჩვენთან არ არსებობდა, თუმცა ის განიცდის
დასავლეთში კრიზისს, ეს თავად დასავლელმა ლიდერებმაც აღიარეს (ანგელა მერკელმა), ამ
მოდელის მორგება არალიბერალურ საზოგადოებაში, სადაც მოხდა დემოდერნიზაცია ეკონომიკის
ძნელად წარმოსადგენია. გამოსავალი ამ კრიზისიდან, შეიძლება იყოს გეტოიზაცია, როდესაც
ჩნდება ქალაქში აღიარებული სივრცეები და ამ სივრცეებს არავინ არ ეხება, ოღონდ უმცირესობებიც აცნობიერებენ
რომ ისინი ვერ განახორციელებენ საკუთარ ინვერსიულ პოლიტიკას და საკუთარ სივრცეებში
ახორციელებენ მათ ღირებულებებს. გეტოიზაცია ამ კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალია, წინააღმდეგ
შემთხვევაში კრიზისი და აგესია უფრო გაზრდება საქართველოში. დავფიქრდეთ, გვინდა კი
ერთი მრივ უმცირესობა რომელიც ღირებულებებს კარნახობს დანარჩენ საზოგადოებას და არც
კი ეკითხება მათ თუ რა უნდათ, ხოლო მეორე მხრივ გვინდა კი მუდმივი დაჩაგვრა უმცირესობების?
გეტოიზაცია აძლევს უმცირესობას არსებობის და თანაცხოვრების
გარანტს, ხოლო უმრავლესობას დაცულობას რომ მათ კულტურას და ღირებულებებს ინვერსიული
უმცირესობები არ შეეხებიან.
Comments
Post a Comment