ბლოგოსფერო
ბლოგოსფერო როგორც საზოგადოების ტრანსფორმაცია ვინც 2000-იან წლებიდან დღემდე უყურებს საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას, ასევე შეუმჩნეველი არ დარჩება თუ რა სწრაფად შეიცვალა ადამიანების ქცევა, როგორ სწრაფად ჩამოიშალა ტრადიციული, ბუნებრივად მიჩნეული ფასეულობები. ესეთი ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის და ბლოგების ფაქტორმა. 1997 წელს ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში, შეიქმნა ბერკმანის ცენტრი, რომლის მიზანიც იყო ინტერნეტის და საზოგადოების შესწავლა. ცენტრში აქტიურად მუშაობდნენ რებეკა მაკინენი და ეტან ცუკერმანი. მაკინენმა შექმნა ბლოგერების კორპუსი რომლებიც ეხმარებოდნენ ტიბეტელებს და ჩინელ დისიდენტურ მოძრაობებს. ბერკმანის ცენტრი მუშაობს ინტერნეტის სოციო-კულტურულ ფენომენზე - სოციალურ ქსელებზე, ბლოგოსფეროს ფენომენზე და ე.წ კოგნიტურ მეცნიერებებზე. ამ ცენტრში შემუშავებული მეთოდები, პირველად მასობრივად აშშ-ის სახელმწიფომ, ბრიუს ეტლინგის მეთაურობი გამოიყენა ახლო აღმოსავლეთში. ამ პროექტის განხორციელებას მოყვა არაბული გაზაფხული, რომე...