ბლოგოსფერო
ბლოგოსფერო როგორც საზოგადოების ტრანსფორმაცია
ვინც 2000-იან წლებიდან დღემდე უყურებს საქართველოში
ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას, ასევე შეუმჩნეველი არ დარჩება თუ რა სწრაფად
შეიცვალა ადამიანების ქცევა, როგორ სწრაფად ჩამოიშალა ტრადიციული, ბუნებრივად მიჩნეული
ფასეულობები. ესეთი ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის და ბლოგების ფაქტორმა.
1997 წელს ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში, შეიქმნა
ბერკმანის ცენტრი, რომლის მიზანიც იყო ინტერნეტის და საზოგადოების შესწავლა. ცენტრში
აქტიურად მუშაობდნენ რებეკა მაკინენი და ეტან ცუკერმანი. მაკინენმა შექმნა ბლოგერების
კორპუსი რომლებიც ეხმარებოდნენ ტიბეტელებს და ჩინელ დისიდენტურ მოძრაობებს. ბერკმანის
ცენტრი მუშაობს ინტერნეტის სოციო-კულტურულ
ფენომენზე - სოციალურ ქსელებზე, ბლოგოსფეროს ფენომენზე და ე.წ კოგნიტურ მეცნიერებებზე.
ამ ცენტრში შემუშავებული მეთოდები, პირველად მასობრივად აშშ-ის სახელმწიფომ, ბრიუს
ეტლინგის მეთაურობი გამოიყენა ახლო აღმოსავლეთში.
ამ პროექტის განხორციელებას მოყვა არაბული გაზაფხული, რომელის პროცესშიც დიდ როლს თამაშობდა
სოციალური ქსელები, ფეისბუქი, ბლოგები და ა.შ.
ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ბლოგოსფეროსი, არის საზოგადოებაში
იმ ღირებულებებზე იერიშის მიტანა, რომელზეც დგას ესა თუ ის საზოგადოება და ამის შემდეგ
საზოგადოება აიძულოს ათამაშოს ე.წ „პროგრესის“ წესებით. ბლოგოსფერომ უნდა შეცვალოს ტრადიციული სოციალური
ურთიერთობების ფორმები და ინფორმაციულ-ღირებულებები, რომელიც აქამდე ისწავლებოდა და
გადაეცემოდა ადამიანს, ოჯახიდან, ტრადიციული ინსტიტუტებიდან და სახელმწიფოდან - ამიერიდან
გახდეს ქსელური. ესეთ ცვლილებებს შეუძლაი ყველა რეჟიმის ტრანსფორმირება რევოლუციის
გარეშე. განსაკუთრებით თუ კი ბლოგოსფერო საკმაოდ
განვითარებულია და მოიცავს ახალგაზრდობის დიდ მასებს. სხვათაშორის ეტლინგი წერდა, რომ ირანში რევოლუცია
არ მოხდა იმიტომ, რომ ბლოგოსფერო არ არის საკმარისად განვითარებული.
თუ ჩვენ დავაკვირდებით საქართველოს, საქართველოში სოციალური
ქსელები და ბლოგოსფერო გაცილებით განვითარებულია, ვიდრე იგივე გერმანიაში. შეგიძლიათ
ემპირიულად შეამოწმოთ გერმანელების ფეისბუქ გვერდები და შეადაროთ ქართველების ფეისბუქ
გვერდებს. გერმანიაში იშვიათად თუ ვინმე აქტიურად იყენებს სოციალური მოძრაობებისთვის,
ან პოლიტიკის განხილვისთვის ფეისბუქს0, ხშირად არც კი შედიან ხოლმე.
შეუძლებელი იქნებოდა სოციალური ქსელების და ბლოგების
გარეშე ქართული საზოგადოების, გასაკუთრებით მისი ახალგაზრდა ნაწილის ლიბერალური იდეოლოგიზირება,
როგორც ეს დღესაა. ამას ემატება განათლების სისტემის ჩავარდნა, რაც აზროვნების გაპრიმიტიულებას
იწვევს. ამის გარდა ისტორიული მეხსიერებაზე ხდება აქცენტირება და მანიპულირება. არ
ვამბობ მარტო შორეულ წარსულზე, ის თაობაც კი ვინც სააკაშვილის პერიოდში ბავშვი იყო,
აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას უქმნიან და აჯერებენ სააკაშვილის პერიოდის შესახებ.
ერთი სიტყვით ბლოგოსფერო ახალ რეალობას გვიქმნის სადაც კრიტიკული სააზროვნო სისტემა
აბსოლუტურად მოშლილია, აზროვნების და ისტორიული სიმბოლოები შეცვლილია, ხოლო მეხსიერება
მოკლეა - აღარავის აღარ ახსოვს გუშინდელი ბლოგი - ეს არის სამყარო, რომელიც ცხოვრობს
მუდმივ აწმყოთი.
ჰომო რეტი - ქსელური ადამიანი
იქმნება ახალი ტიპის ადამიანი ჰომო რეტი - ქსელური ადამიანი,
რომელიც პრიმიტიულად ახდენს სოციალური პოზიციის დაფიქსირებას, როგორც მაგალითად ჰეშთეგებია
- რომელიც 2-3 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს:
მაგალითად „თავისუფლება ყველას“, „არა ოკუპაციას“ და ა.შ. ანუ არ უნდა იყოს
ანალიზი, უნდა იყოს უბრალოდ მიღება ჰეშთეგური სიმბოლოების.
მე ყოველთვის მაკვირვებდა, როგორ სწრაფად მოხდა საზოგადოების
ცვლილება, ისე რომ არნაირი ღირებულებითი სისტემა
მემკვიდრეობით არ გადავიდა. საქმეც სწორედ იმაშია, რომ ჰომო რეტის ტიპის ადამიანი ცხოვრობს
ბლოგების და სოციალური ქსელების რეალობაში და მიაჩნია ზემნიშვნელოვნად ის სამყარო სადაც
ის ატარებს თავის დროის დიდ ნაწილს. იქიდან იღებს ის ცხოვრების მაგალითს, ურთიერთობის
ნორმებს და იდეოლოგიურ ღირებულებებს. მისი სამყარო მთლიანად განსხვავდბეა, რეალური
სამყაროსგან, მაგრამ ამავე დროს რეალობაც იცვლება მისი ჩართვით. რეალობა სადაც ვირტუალური
უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე რეალური. ამ გაგებით ტრადიცია აღარ არსებობს, შეუძლებელია
ქსელურ სამყაროში ტრადიცია არსებობდეს, იქ მხოლოდ მოკლე დრო არსებობს და ახალ-ახალი
მემეები და დისკურსები არის. დისკურსულადაც მოწყვეტილია სოციალური ქსელები და ბლოგები,
მოსახლეობის დიდ ნაწილს. მაგრამ საინტერესოა რომ ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური
დისკურსი ძირითადად ბლოგსფეროს აღიარებს, ხოლო მის მიღმა არსებულ რეალურ სამყაროს ვეღარ
ამჩნევს.
ამ გაგებით ჩვენ მატრიცაში ვართ და ყველა იდეა, რომელიც
ამ ქსელიდან შემოდის, იქნება ეს იდეოლოგიები, „პროგრესულობა“ და ა.შ სიმულაციურია,
მაგრამ მეორე მხრივ ესეთ სამყაროში სიმულაციის გარდა პრინციპში აღარაფერი აღარ რჩება.
Comments
Post a Comment