ტრადიცია, ლიბერალები და თავისუფლება
ლიბერალიზმი თავისი არსით არის ანტითეზისი ტრადიციული ცნობიერების. ის შეიქმნა როგორც ტრადიციული სამყაროს გადალახვს მცდელობა. მართლაც შეუძლებელია პროგრესის იდეა - გარკვეულ ტრადიციულ სამყაროს გადალახვაზე არ აიგოს. დავიწყოთ ტრადიციის ცნებით - რენე გენონი ყოფს სოციალურ ტრადიციას და მეტაფიზიკურ ტრადიციას ერთმანეთისგან. სოციალური ტრადიცია არის კონკრეტული ჩვეულებანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგალითად ავიღოთ ლომისობის დღესასწაული, ეს არის სოციალური ტრადიცია, ასევე კონსტიტუციური მონარქიები ევროპაში და ა.შ. სოციალური ტრადიციის თმობა ან შენახვა ეს უბრალოდ შეთანხმების საგანია და ამ ტრადიციების დაკარგვით იკარგება მხოლოდ და მხოლოდ ფორმა. მეორეა უკვე მეტაფიზიკური ტრადიცია - არის ის საბაზისო ჭეშმარიტებები რომელიც უცვლელია. ყველა რელიგიაში არის მეტაფიზიკური ტრადიცია, სწავლება რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება, სულ ერთია რომელი საუკუნე იქნება, ქრისტიანისთვის "ათი მცნება" შეუცვლელი იქნება და არ იქნება გადახედილი. ტრადიციულ მსოფლმხედველობისთვის კაცობრიობას...