ტრადიცია, ლიბერალები და თავისუფლება

ლიბერალიზმი თავისი არსით არის ანტითეზისი ტრადიციული ცნობიერების. ის შეიქმნა როგორც ტრადიციული სამყაროს გადალახვს მცდელობა. მართლაც შეუძლებელია პროგრესის იდეა - გარკვეულ ტრადიციულ სამყაროს გადალახვაზე არ აიგოს.

დავიწყოთ ტრადიციის ცნებით - რენე გენონი ყოფს სოციალურ ტრადიციას და მეტაფიზიკურ ტრადიციას ერთმანეთისგან. სოციალური ტრადიცია არის კონკრეტული ჩვეულებანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგალითად ავიღოთ ლომისობის დღესასწაული, ეს არის სოციალური ტრადიცია, ასევე კონსტიტუციური მონარქიები ევროპაში და ა.შ. სოციალური ტრადიციის თმობა ან შენახვა ეს უბრალოდ შეთანხმების საგანია და ამ ტრადიციების დაკარგვით იკარგება მხოლოდ და მხოლოდ ფორმა. 

მეორეა უკვე  მეტაფიზიკური ტრადიცია - არის ის საბაზისო ჭეშმარიტებები რომელიც უცვლელია. ყველა რელიგიაში არის მეტაფიზიკური ტრადიცია, სწავლება რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება, სულ ერთია რომელი საუკუნე იქნება, ქრისტიანისთვის "ათი მცნება" შეუცვლელი იქნება და არ იქნება გადახედილი. 

ტრადიციულ მსოფლმხედველობისთვის კაცობრიობას აქვს მოცემული გარკვეული ჭეშმარიტებები, რომელიც არ იცვლება დროსთან ერთად.  შესაბამისად ჭეშმარიტება არის მოცემული და მას შეიძლება მხოლოდ მიუახლოვდე ან დაშორდე, ახალს ვერ აღმოაჩენ.

პროგრესისტული ფილოსოფიურ ხედვა კი განსხვავდება იმით, რომ ჭეშმარიტებას მომავალში ეძებს და თვლის, რომ რაც უფრო მიდის დრო, რაც უფრო იცვლება ცნობიერება, მხედველობა, მით უფრო უახლოვდება ჭეშმარიტებას.


შესაბამისად პროგრესისტული ხედვით "მეტაფიზიკური ტრადიცია" არის ძველი, დრომოჭმული მორალური და ღირებულებითი სისტემა, რომელიც უნდა იყოს გადახედილი. ხოლო ტრადიციულ სამყაროსთვის, ყოველგვარი გადახედვა პირვანდელ ჭეშმარიტების, არის დაცილება ჭეშმარიტებასთან.

გასაგებია რომ მსოფმხედველობითი კონფლიქტი სახეზეა.


ეხლა შევეხოთ მეორე საკითხს, როგორი მეთოდებით ებრძვიან ლიბერალები ტრადიციულ სამყაროს? 

ლიბერალური თავისუფლება არის - ნეგატიური თავისუფლება (რაღაციგან თავისუფლება), ის საკუთარ თავს ამკვიდრებს სხვასთან მიმართებაში, თავის დროზე ფაშიზმთან და კომუნიზმთან მიმართებაში და ინდივიდის ანთავისუფლებდა ამ სისტემებისგან. მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს საქართველოში ლიბერალები წარმოაჩენენ ტრადიციულ ღირებულებებს და ინსტუტს, როგორიცაა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიას, როგორც ტოტალიტარულ ძალას, რომლისგანაც უნდა გაანთავისუფლონ ინდივიდი. სამყაროს ამგვარი წარმოჩენა ლიბერალებს ხელს აძლევს რომ იმოქმედონ (თუ არ არის ტოტალიტარული მართლმადიდებლობა - მაშინ ეკარგება მასთან ბრძოლას). შესაბამისად ისინი ქმნიან დამახინჯებულ წარმოდგენებს რეალობაზე, სადაც მუდამ საუბარია ფუნდამენტალიზმის საფრთხეებზე (რომელიც სინამდვილეში არ არსებობს) და იწყებენ რელიგიის არა მარტო კრიტიკას, არამედ ლანძღვას და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას. არ არსებობს დღეს ლიბერალი, რომელიც ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად ეკლესიას არ ხედავს. ზოგ შემთხვევაში ეს რწმენა გულწრფელიცაა, მაგრამ უნდა ითქვას რომ მათი ხედვა საკმაოდ არასწორია და მთელ რიგ ფუნდამენტურ შეცდომებზეა აგებული.

ლიბერალური აღქმა სამყაროსი ესეთია: მთავარი იდეა არის - თავისუფლების იდეა (ნეგატიური თავისუფლება), მას მორალურად და ეთიკურად ზღუდავს ეკლესია ანუ მსგავსი შეზღუდვები არის თავისუფლების შეზღუდვაც და შესაბამისად რადგან ის მორალურ და ეთიკურ პრინციპებს ახსენებს თანამედროვე ადამიანს და არ აძლევს მას გადაიქცვეს შინაარსდაკარგულ ინდივიდად, რომელიც მხოლოდ თავის სიამუვნებისთვის მოქმედებს. ეს შეხსენებები დიდ პრობლემას უქმნის ლიბერალებს. ის ხომ ამ მორალურ და ეთიკურ ღირებულებებისგან განმანთავისუფლებლად გვევლინება.


შესაბამისად თავისუფლება აქ უნდა გავიგოთ, მხოლოდ უარყოფითი შინაარსით - მაგრამ დავუშვათ, რომ ლიბერალურმა პროექტმა გაიმარჯვა - რა ადამიანი გვრჩება ამის შემდეგ? გვრჩება ადამიანი რომელიც ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს მოკლებულია, ლიბერალურ იდეოლოგიური მარკერით მსჯელობს და მოქმედებს აბსოლუტურად იდეოლოგიური შტამპებით, ამ მოქმედებით კი ის თავისუფლებას პრინციპულად კარგავს.

ლიბერალების მოტანალი თავისუფლება - თავისუფლების დაკარგვით სრულდება


Comments

Popular posts from this blog

როდის ხდება რევოლუცია?

იდეოლოგია - კაპიტალისტური საზოგადოების მართვის საშუალება

უმრავლესობა და უმცირესობები