რატომ არ გვაქვს ეროვნული ინტერესი?

      "თუ კი ყველაფერი არ არის დაკარგული, მაშინ არაფერი არ არის დაკარგული"



საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო და პოლიტიკური ძალა აწარმოებს საკუთარ პოლიტიკას. მათ ზოგჯერ ერთმანეთსი წინააღმდეგობა აქვთ, ზოგჯერ კი თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალებია:

1) რუსეთი - რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ სამხედრო კონტიგენტი ჰყავს განლაგებული, რაც სამხედრო უპირატესობას აძლევს სხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზე, ასევე რუსული კაპიტალი რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს ფლობს. ამის გარდა აქვს საკუთარი გავლენები სახელმწიფოს სტრუქტურებზე და ქართულ პოლიტიკოსების ნაწილზე

2) აშშ - რომელსაც პოლიტიკური გავლნები აქვს საქართველოში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებზე, ისე არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორი მთლიანად აშშ-ის გავლენების ქვეშაა. მას სურდა შეექმნა თავის პოლიტიკური კლასი საქართველოში. მაგრამ ამერიკელებს ქართულ ეკონომიკაზე არ აქვთ გავლენები (უფრო მეტად ინტერესები).

3) თურქეთი - რომელსაც აქვს საქართველოში ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა და რელიგიური პოლიტიკა. მას ასევე გააჩნია პოლიტიკური ზეგავლენები, შეუძლია საქართველოს უკარნახოს გარკვეული კულტურული პოლიტიკები (ისტორიული დღესასწაულების აკრძალვა და ა.შ)

4) არაბული სახელმწიფოები - ძირითადად რელიგიური და ეკონომიკური ექსპანსიას აწარმოებენ

5) აზერბაიჯანი - რომელიც ეკონომიკურ ექსპანსიას და დემოგრაფიულ-ეთნიკურ პოლიტიკას აწარმოებს (ძირითადად საქართველოს ერთ კუთხეში ქვემო ქართლში) - მისი პოლიტიკა ძირითადად ემთხვევა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშის პოზიციებს

6) სომხეთი - რომელსაც ძირითადად ეთნიკური-კულტურულ პოლიტიკას ეწევა (ჯავახეთში) და ძირითადად მისი პოლიტიკა რუსულ პოლიტიკაზეა მიბმული


7) ირანი - რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს (ინტენსიურად ყიდულობს ქართულ მიწებს) და რელიგიურ პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში მისი პოლიტიკა ასევე მიბმულია სხვა ძალებზე

8) ევროკავშირი - მისი პოლიტიკა ძირითადად ფინანსურ და კულტურულ პოლიტიკებით გამოირჩევა. ფინანსური დახმარებით ის რბილი-ძალის პოლიტიკას ატარებს და ინტეგრაციის პოლიტიკას აწარმოებს

9) ჩინეთი - რომელიც საქართველოს განიხილავს იმ წერტილად, რომლითაც შეიძლება დასავლეთში შეღწევა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს დადებული ჩინეთთან და ევროკავშირთან, ჩინეთი აპირებს აქ თავისი ქარხნების გადმოტანას (ძირითადად ასაწყობი ქარხნების, ყველაფერი ჩინეთში იქნება ნაწარმოები უბრალოდ აქ ააწყიბენ და დაეწერება "დამზადებულია საქართველოში") და მისი პროდუქციის დასავლეთში შეტანას



ქართული პოლიტიკური კლასი არის ამზრდილი ამ გეოპოლიტიკური თამაშებიდან და ისინი წარმოადგენენ ამ ძალების ინტერესების ამღსრულებლებს. ქართული პოლიტიკური სივრცე, იქნება ეს პოლიტიკური კლასი თუ სამოქალაქო საზოგადოება ტოტალურად სხვა ქვყნის ინტერსებზეა აგებული. ჩვენი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები ძირითადად გამოვლინებაა სხვადასხვა გეოპოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირების.

ყველაზე საინტერესო ამ ასპექტში არის ის, რომ არცერთი ჩვენი პოლიტიკური ძალა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არ ზრუნავს და არც მსჯელობს იმაზე რომ ჩამოაყალიბოს ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეროვნული ინტერესის ჩამოყალიბება ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ  კი სუვერენულები არ ვართ.


არსებობის ეს ფორმატი არის უკიდურესად მავნე ჩვენი ერისთვის.

საჭიროა ახალი პოლიტიკური მოძრაობების დაწყება, ჩვენ ვერ გვექნება იმედი პოლიტიკური კლასის, არც არასამთავრობოების - ისინი ტოტალურად გაუცხოებული არიან დანარჩენ საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა იმის ილუზია, რომ ჩვენ შესაძლებელია სწრაფ შედეგს მივაღწიოთ არავის არ აქვს, შეიძლება არც არანაირ შედეგს არ მივაღწიოთ - მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად მაშინ როდესაც ესე მძიმდე ჩვენი ერის არსებობა?


ჩვენი პირველადი ამოცანაა, დავიწყოთ რეალობის აღქმა - მთელი კულტურული და არასამთავრობო კლასი იმაზეა ორიენტირებული, რომ დაგვიმალოს ჩვენი ყოფა, რომ შეგვიქმნას ილუზიური წარმოდგენები და არ გვაჩვენოს ის დამანგრეველი ყოფა რაც დადგა ჩვენ წინაშე. ჩვენი პირველადი ამოცანაა ჩვენი ყოფაზე სიმართლე ვთქვათ  და დავაფიქსიროთ - სიმართლე ჯერ არ არის თქმული - თუ კი სიმართლე დაფიქსირდება, სიმართლეს ვერავინ ვერ შეაჩერებს!

Comments

Popular posts from this blog

როდის ხდება რევოლუცია?

იდეოლოგია - კაპიტალისტური საზოგადოების მართვის საშუალება

უმრავლესობა და უმცირესობები