იდეათა ომიდან - კულტურათა ომამდე
შესავალი
იდეოლოგიის ეპოქა
ეხლა გადავიდეთ, იმ საკითხზე რაზეც მე მინდა ვისაუბრო. კაცობრიობის ისტორია შეიძლება დავყოთ ორ მნიშვენლოვან პერიოდად:
1) პრემოდერნული პერიოდი - ანუ ის პერიოდი როდესაც ისტორია იყო "ქაოტური", ის არ იყო დაგეგმილი, მას არ ჰყავდა კონსტრუქტორი, ის უბრალოდ ისტორიულ პროცესებთან ერთად იქმნება. მაგალითად სახელმწიფოს კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ მენტალური პოლიტიკა არა რომელიმე გლობლაური ინსტიტუტის, არმაედ სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შედეგად იქმნებოდა - ამ პერიოდს შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნებრივი ისტორიის ეპოქა, ანუ ეპოქა სადაც ისტორიული პროცესები იქმნებოდა თავისით, გარკვეული ისტორიული პროცესების შედეგად.
1) პრემოდერნული პერიოდი - ანუ ის პერიოდი როდესაც ისტორია იყო "ქაოტური", ის არ იყო დაგეგმილი, მას არ ჰყავდა კონსტრუქტორი, ის უბრალოდ ისტორიულ პროცესებთან ერთად იქმნება. მაგალითად სახელმწიფოს კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ მენტალური პოლიტიკა არა რომელიმე გლობლაური ინსტიტუტის, არმაედ სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შედეგად იქმნებოდა - ამ პერიოდს შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნებრივი ისტორიის ეპოქა, ანუ ეპოქა სადაც ისტორიული პროცესები იქმნებოდა თავისით, გარკვეული ისტორიული პროცესების შედეგად.
2) მოდერნული პერიოდი - როდესაც იწყება ისტორიის კონსტრუირება. ამ პერიოდში ჩნდება გლობალური პოლიტიკური იდეები და გლობალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესები კონსტრუირებას, შექმნას სხვადასხვა მეთოდით - საბოლოო მიზანი კი გლობალური სამყაროს შექმნა იყო. გლობალიზაციის ეს პროცესი, მთლიანად კონსტრუირებულია.
მოდერნიზმის პირველი მნიშვნელოვანი იარაღი, რომითაც მან დაიწყო "კონსტრუირება" იყო "იდეოლოგიის" შექმნა.
რა არის იდეოლოგია?
1) იდეოლოგია როგორც რწმენების და წარმოდგენების ერთობლიობა, ამ გაგებით "იდეოლოგია" შეესაბამება "მსოფმლხედველობის" ცნებას, ამ შემთხვევაში კი ფილოსოფიაც და რელიგიაც შეიძლება ჩაითვალოს იდეოლოგიის ფორმად.
2) კარლ მარქსი იდეოლოგიას განსაზღვრავს როგორც "ცრუ ცნობირებას", მისთვის იდეოლოგია იყო ცრუ რადგან ის ყოველთვის ემსახურება ერთი სოციალური კლასის ინტერესს. ანუ პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვადასხვა სოციალურ კლასის ინტერესის ხელში
3) იდეოლოგია როგორც რწმენებისა და წარმოდგნეების სისტემა, რომელიც განსხვავდება სხვა რწმენებისა და წარმოდგენების სისტემისგან. ამ გაგებით იდეოლოგია არის სპეციფიური რწმენებისა და წარმოდგენების სისტემური ერთობლიობა, რომელიც ასევე სხვა სპეფიციურ რწმენებისა და წარმოადგენებისგან განსხვავდება.
ჩემთვის ახლოსაა მარქსისტული გაგება იდეოლოგიის, მაგრამ მინდა დავამატო რომ იდეოლოგია არის მონდერნული პროექტი, რომელიც გაჩნდა იმისთვის რომ სამყაროს ერთნაირი აღქმა შეექმნა კაცობრიობისთვის. პრემოდერნულ ეპოქაში ერთი და იგივე რელიგია სხვადასხვანაირად აღიქმეოდა გლეხებში, ხელოსნებში, ვაჭრებში, დიდებლებში და ინტელიგენტებში. მაგალითად თუ კი სამხედრო ფეოდალურ კლასში ქრისტიანობა, როგორც საბრძოლო რელიგიად (ჯვაროსნული ომები ამის კარგი მაგალითია) აღიქმეოდა, სასულიერო პირისთვის იგივე რელიგია სულ სხვანაირად აღიქმეოდა, ხოლო გლეხისთვის კი სულ სხვანაირად. საზოგადოებაში, სადაც ჩაკეტილი სოციალური წოდებები ან კასტები არსებობს, სადაც ვერტიკალური მობილობა ძალიან შეუმჩნეველია, ან საზოგადოებაში იქმენბა ერთმანეთისგან ჩაკეტილი წარმოდგენები სამყაროზე, ან თუ ისინი ერთ რელიგიის აღმსარებლები არიან, იქმნება ამ რწმენის სხვადასხვა ინტეპრეტაციები.
ესეთი ჩაკეტილი საზოგადოების მართვაც საკმაოდ რთულია, ესეთი საზოგადოება როგორც წესი ტადიცულ სოციალურ ცხოვრებას მიზდევს და ახალი იდეებისადმი მიმღებლობა მაინც და მაინც არ აქვს. ძირითადად აგრარულ საზოგადოებაში იდეოლოგიის წარმოება შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო სხვადასხვა კლასში ერთიანი სამყაროს აღქმა შექმნილიყო.
როდესაც იწყება კაპიტალიზმის პირველი მნიშვნელოვნი პერიოდი XV-XVI საუკუნეებში, იქმნება საბანკო სისტემები, იქმენბა სავაჭრო კომპანიები და იწყება ურბანიზაცია, იცვლება სოციალური სამყაროც. ადამიანი რომელიც ურბანულ სივრცეში იწყებდა ცხოვრებას, მოწყვეტილი იყო საკუთარ სოციალურ ფესვებსა და მის აზროვნებას, ტრადიციებს და მას უწევს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან ურთიერთობა. სოციოლოგიურად პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ისტორიულ განვიტარების პროცესში ამ სოციალუფ ფენებს უწევთ ერთმანეთტან კომუნიკაცია და ამ დროს იწყება სამყაროზე იდეების აღრევა.
ამ პერიოდში სოციალურ ცვლილებებთან ერთად იწყება ძალაუფლებრივი ცვლილებები, არისტორკრატია იწყებს ძალაუფლების კარგვას, ხოლო ახალი სოციალური კლასი "ბურჟუაზიის" სახით ისტორიულ ასპარესზე გამოდის, რომელიც იწყებს ახალი პოლიტკური იეარაღის "იდეოლოგიის" შექმნას. "იდეოლოგიის" მიზანი, იყო ერთიანი სამყაროს აღქმის შექმნა, ამ ფესვდაკარგულ ადამიანებისთვის - მასებისთვის.
ყველა საზოგადოებაში არის სოციალური ჯგუფი, რომლის მთავარი საქმე არის შექმნას საზოგადოებისთვის სამყაროს ინტერპრეტაცია. ჩვენ ამ ჯგუფს შეგვიძლია ვუწოდოთ "ინტელიგენცია". ამ ჯგუფის მიზანია მისცეს დოგმატური ძალა ისეთ აზროვნების საშუალებებს, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ კონკრეტულ სექტისთვის და ამით სანქიონირება მოახდინოს ონტოლოგიურ და გნოსეოლოგიურ უმპლიტუტ შინაარს აზროვნების ფორმაში.
როდესაც ეს ახალი კლასი იწყებს ძალაუფლების კონცენტრაციას, საზოგადოებაში იწყება ერთფეროვანი აზროვნების ჩამოყალიბება. შესაბამისად იდეოლოგია ჩამოყალიბდა როგორც მექანიზმი მასების მართვის.
მოდერნს სამი ძირითადი იდეოლოგია აქვს:
1) ლიბერალიზმი - ბურჟუაზიუ-დემოკრატიული იდეოლოგიები
1) ლიბერალიზმი - ბურჟუაზიუ-დემოკრატიული იდეოლოგიები
2) სოციალიზმი - მარქსიზმიდან დაწყებული, ყველა მისი განშტოების სახით
3) ნაციონალიზმი - ფაშიზმიდან დაწყებული ე.წ "მესამე გზით" დამთავრებული
საფრანგეთის რევოლუცია, შესაძლებელია თავდაპირველად ლოკალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ მოგვიანებით გლობალურ რევოლუციად გადაიქცა. ყველა ზემოთ აღნიშნული რევოლუციები იყო გლობალიზაციის პროექტი - ნაციონალიზმიც, რომელიც თითქოს და დეკლარირებულად უპირისპირდება გლობალიზაციას, ისიც კი გლობალიზაციის პროექტის პირველი მნსაიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რის გარეშეც გლობალიზაციის ახალი ტალღები შეუძლებელი იქნებოდა (ამ საკთხზე მაქვს წერილიც დაწერილი: ტრადიციული სახელმწიფო და ნაციონალური სახელმწიფ) პირველ ეტაპზე რევოლუცია დამარცხდა, რადგან აღმოჩნდა რომ დანარჩენი ევროპული საზოგადოება არ იყო მოდერნული და ჯერ კიდევ საკმაოდ ტრადიციული იყო, თუმცა უნდა ითქვას რომ საფრანგეთის რევოლუციის და შემდეგ უკვე ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის პერიოდში ევროპელ მონარქებს მოუწიათ გარკვეული მოდერნიზაციის პროცესი განეხორციელებინათ. რევოლუციის შემდეგმა ტალღებმა, ბოლო მოუღო ტრადიცშულ სამყაროს. სამყარო გახდა იდეოლოგიური.
იდეების ომიდან - კულტურათა ომამდე
XIX-XX საუკუნე იყო იდეოლოგიების ომი, საბოლოოდ ამ ომში გამარჯვებული ლიბერალური სისტემა იქცა გლობალიზაციის ერთადერთ პროექტად. 90-იან წლებში "ისტორიის დასასრულში" ფუკუიამამ ლიბერალიზმით დაასრულა კაცობრიობის ისტორია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისტორიის დასასრულითვის ჯერ ძალიან ადრეა და ლიბერალიზმის დასასრული იწყება ისე, რომ მას იდეოლოგიური კონკურენტი არ გამოუჩნდა. ლიბერალიზმის თანამედროვე კონკურენტად მიჩნეული ისლამური ფუნდამენტალიზმი, სასაცილო ალტერნატივას წარმოადგენს და სულც ვერ მივიჩნევთ ლიბერალიზმის დასასრულის მიზეზს. მიზეზი უფრო ღრმაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
თუ კი ანტიკურ ეპოქაში და შუა საუკუნეებში ფილოსოფოსები ადამიანის ბუნების რაობაზე მსჯელობდნენ, თანამედროვე ფილოსოფია ადამიანის ბუნების კონცეფცია, ადამიანი "კონსტრუირების" კონცეფციით შეცვალა და მიჩნეულია რომ ადამიანს არანაირი თანდაყოლი თვისება არ აქვს, მისი პიროვნება მთლიანად იმ სოციალურ, კულტურულ და სხვადასხვა სივრცისგან არის შექმნილი, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. ეს იდეა გაჩნდა გლობალური და კაპიტალისტური სისტემის არსებობის პერიოდში. ადამიანი დეტერმინირებულ კონსტრუქტად მიიჩნევა. შესაბამისად ეს სისტემა ადამიანის თავისუფალ ნებასაც გამორიცხავს. ამიტომ არის რომ ყველა იდეოლოგიური პროექტითვს ტოტალურად მიუღებელია ის, რაც ამ იდეოლოგიისთვის პრინციპულია. ის პრინციპულად განსხვავებულს, მიიჩნევს საფრთხედ და უცხო იდეოლოგიურ პროექტის ინტერვენციად. მაგრამ რა ხდება როდესაც სისტემა კრიზისშია და ის ვეღარ ფუნქციონირებს ისე როგორც ადრე? ამ პერიოდში ადამიანი საკუთარ თავისუფალ ნებას ავლნეს და ეს მოვლენა ავტომატურად ბიძგს აძლევს იდეოლოგიური სისტემის დეკონსტრუქციას.
ეს არის პერიოდი როდესაც იდეოლოგიის დასასრულზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ ეს განსხვავდება იმ "იდეოლოგიის დასასრულისგან" რომელიც 90-იან წლებში იყო პოპულარული. 90-იან წლების იდეოლოგიის დასასრული ნიშნავდა რომ მხოლოდ ერთი იდეოლოგია იფუნქცონირებდა, თანამედროვე კრიზისი კი მდგომარეობს იმაში რომ იდეოლოგია როგორც განმსაზღვრელი პოლიტიკური სისტემა და აზროვნების საყოველთაო ფორმა ქრება.
ამ პერიოდს სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად აღიქვავს, ჩემთვის ბერდიაევის "ახალი შუა საუკუნეების" იდეა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აწი პოლიტიკას მომავალი არა იდეოლოგიებზე, არამედ კულტურულ იდენტობაზე იქნება. აღარ ექნება მნიშვნელობა იმას თუ რომელი იდეოლოგიური დოქტრინის გწამს, არამედ ის თუ რომელ კულტურულ ტრადიციის მატარებელი ხარ, როგორია შენი ცხოვრების სტილი. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იქნება არა საზოგადოებებს შორის უერთიერთდაპირისპირებები (რა თქმა უნდა რაღაც დოზით დარჩება), არამედ საზოგადოებებს შიგნით კულტურული ომები.
მთავარი პოლიტიკური შეკითხვა იქნება შემდეგნარირი: რომელი კულტურის მატარებელი ხარ?
Comments
Post a Comment