Posts

ბლოგოსფერო

ბლოგოსფერო როგორც საზოგადოების ტრანსფორმაცია ვინც 2000-იან წლებიდან დღემდე უყურებს საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას, ასევე შეუმჩნეველი არ დარჩება თუ რა სწრაფად შეიცვალა ადამიანების ქცევა, როგორ სწრაფად ჩამოიშალა ტრადიციული, ბუნებრივად მიჩნეული ფასეულობები. ესეთი ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა   ინტერნეტის და ბლოგების ფაქტორმა. 1997 წელს ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში, შეიქმნა ბერკმანის ცენტრი, რომლის მიზანიც იყო ინტერნეტის და საზოგადოების შესწავლა. ცენტრში აქტიურად მუშაობდნენ რებეკა მაკინენი და ეტან ცუკერმანი. მაკინენმა შექმნა ბლოგერების კორპუსი რომლებიც ეხმარებოდნენ ტიბეტელებს და ჩინელ დისიდენტურ მოძრაობებს. ბერკმანის ცენტრი მუშაობს ინტერნეტის სოციო-კულტურულ   ფენომენზე - სოციალურ ქსელებზე, ბლოგოსფეროს ფენომენზე და ე.წ კოგნიტურ მეცნიერებებზე. ამ ცენტრში შემუშავებული მეთოდები, პირველად მასობრივად აშშ-ის სახელმწიფომ, ბრიუს ეტლინგის მეთაურობი   გამოიყენა ახლო აღმოსავლეთში. ამ პროექტის განხორციელებას მოყვა არაბული გაზაფხული, რომე...

უმრავლესობა და უმცირესობები

რა არის უმცირესობის აჯანყება? ზოგადად ტერმინი „უმცირესობა“ პოლიტიკაში და სოციალურ მეცნიერებებში   ყოველთვის რაოდენობრივ უმცირესობას არ ნიშნავს, მაგალითად ქალთა პოლიტიკა - უმცირესობების პოლიტიკაში გადის, ამის მიუხედავად რაოდენობრივად ქალები უფრო მეტნი არიან. უმცირესობა პირველ რიგში არის კულტურული ჯგუფი, რომელთა ნორმები, ღირებულებები. ცხოვრების წესი განსხვავდება საზოგადოებისგან.   XX- ე საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებაში. მაგალითად ადრე, როდესაც იგივე ქალთა მოძრაობის დროს სუფრაჟისტები რომლებიც იბრძოდნენ ქალთა ხმის უფლებებზე და სხვა თანასწორ უფლებებზე, ანუ იმისთვის რომ რაც აღიარებული იყო ნორმად, მათაც შეხებოდათ, მარტივად რომ ვთქვათ უმცირესობები ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ უმრავლესობას, მიეღოთ ისეთივე უფლებები და ისეთივე ნორმებში ეცხოვრათ, რაც ნორმად იყო მიჩნეული. ხოლო მოგვიანებით უმცირესობები აქტიურად დემონსტრირებენ რომ არა მარტო არ უნდათ რომ ნორმებში ჩაჯდნენ, არამედ უნდათ რომ საკუთარ ნორმებს მოარგონ საზოგადოებას და   განავრცონ ს...

იდეოლოგია - კაპიტალისტური საზოგადოების მართვის საშუალება

Image
თანამედროება ანუ მოდერნი იყო მთლიანად იდეოლოგიზირებული ეპოქა, მაგრამ იდეოლოგია არის ახალი მოვლენა. XV-XVI საუკუნეებს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ყველა სოციალური ბრძოლა, ყველა კლასობრივი ბრძოლა იმ პერიოდის ხდებოდა რელიგიურ პრიზმაში - და ეს ომი გამოიხატებოდა კათოლიკებსა და   პროტესტანტებს შორის დაპირისპირებაში, მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოში ჩნდება სიტყვა „იდეოლოგია“. 1791 წელს დესტიუდ დე ტრასი მოხსენებით გამოდის პარიზში, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში, სადაც პირველად იყენებს სიტყვას „იდეოლოგიას“. თავდაპირველად დე ტრასისთვის იდეოლოგია იყო მეცნიერება ყველა სულიერ ფორმაზე - მეცნიერება იდეებზე (ენციკლპედიური ცოდნა - რაც მაშინ ძალიან დამახასიათებელი იყო). მაგრამ იდეოლოგიის შინაარსი მალევე შეიცვალა და მიიღო სულ სხვა შინაარსი და საბოლოოდ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ყალიბდება მოდერნის სამი ძირითადი იდეოლოგია: 1) კონსერვატიზმი 2) ლიბერალიზმი 3) მარქსიზმი (სოციალიზმი) დღეს უკვე იდეოლოგია გამოიყენება ყველაფერთან მიმართებაში: „იმპერიალიზმის იდეოლოგია“, „მამაკაცუ...

როდის ხდება რევოლუცია?

Image
რევოლუციის თეორებიზე ყველაზე კლასიკური ნიმუში მოგვცა მარქსმა და ენგელსმა, რომლის მიხედვითაც რევოლუცია კლასთა შორის კონფლქიტად განიხილებოდა. პრივილეგირებულ კლაბსს, უწყებს ბრძოლას ჩაგრული ახალად აღმავალი კლასები. საბოლოოდ კი პრივილეგირებული კლასების მიერ, ჩაგრული კლასების ბლოკირება იმსხვრევა, იწყება რევოლუცია და ხელისუფლების ცვლა. ეს პროცესი მიმდინარეობს იდეოლოგიური ჰეგემონიის ცვლის პარალელურად. მარქსისტებისთვის, მართველი კლასები რომლებიც ფლობდნენ წარმოების საშუალებას, უწევდათ დაპირისპირება სამუშაო ძალის მიმწოდებლებთან და მესაკუთრეებთან, რომლებიც წარმოების საშუალებებზე კონკურირებდნენ. არამარქსისტებიც კი იყენებდნენ ამ მოდელს, როდსაც   ინგლისის და საფრანგეთის რევოლუციას უკავშირებდნენ „ბურჟუაზიის აღმავლობას“ ან „ჯენტრის აღმალობას“ [1] ალვინ გოლდტოუნმა   „სახელმწიფოებრივი დაცემა ახალ ეპოქის სამყაროში“   წამოაყენა რამოდენიმე საინტერესო თეზისი, თუ რატომ ხდება რევოლუცია. გლოდტოუნის მიხედვით რევოლუცია ელიტების დაცემით და არა ქვემოდან მომდინარე ზეწოლებით. არ აქვს მნიშვნელობა...

ნაციონალური (ეროვნული) იდეა

ნაციონალური იდეა ნუკრი შოშიაშვილი ნაციონალური იდეის აღწერისას, საჭიროა გათვალისწინებული იქნას ორი მნიშვნელოვანი მომენტი: 1) ქართველი ხალხის ანთროპოლოგია 2) იდეის ცნების განსაზღვრება 1)    ქართველი ხალხის ანთროპოლოგია „ყველა ერი არის ღმერთის იდეა“ იოჰან ჰერდერი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ ხალხის ქცევის ნორმებს და ხასიათს განსაზღვრავს უამრავი ფაქტორი, რომელიც ანთროპოლოგიაში იყრის თავს. ბიოლოგიურად ყველა ადამიანი მსგავსია, მაგრამ ანთროპოლოგიურმა განსხვავებებმა აჩვენებს მათ შორის განსხვავებას. მაგალითად თუ კი ხალხი არ არის ანთროპოლოგიურად მიდრეკილი იმპერიის შექმნისკენ, რაც არ უნდა დიდი ფულადი რესურსები ჰქონდეს, ის ვერ შექმნის იმპერია. იმპერიას თავისი ანთროპოლოგია ჭირდება. ამის კარგი მაგალითია რუსეთი, რომელიც ფინანსური, ეკონომიკური რესურსების სიმცირის მიუხედავად, მაინც იმპერიად რჩება, რადგან ანთროპოლოგიურად ისინი იმპერიალისტურ ხალხებს მიეკუთვნება. შესაბამისად საჭიროა მოვიძიოთ და განსაზღვროთ ჩვენი ანთროპოლოგია, რა თქმა უნდა ესეთი საკითხი ძალზედ სა...

ტრადიცია, ლიბერალები და თავისუფლება

ლიბერალიზმი თავისი არსით არის ანტითეზისი ტრადიციული ცნობიერების. ის შეიქმნა როგორც ტრადიციული სამყაროს გადალახვს მცდელობა. მართლაც შეუძლებელია პროგრესის იდეა - გარკვეულ ტრადიციულ სამყაროს გადალახვაზე არ აიგოს. დავიწყოთ ტრადიციის ცნებით - რენე გენონი ყოფს სოციალურ ტრადიციას და მეტაფიზიკურ ტრადიციას ერთმანეთისგან. სოციალური ტრადიცია არის კონკრეტული ჩვეულებანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგალითად ავიღოთ ლომისობის დღესასწაული, ეს არის სოციალური ტრადიცია, ასევე კონსტიტუციური მონარქიები ევროპაში და ა.შ. სოციალური ტრადიციის თმობა ან შენახვა ეს უბრალოდ შეთანხმების საგანია და ამ ტრადიციების დაკარგვით იკარგება მხოლოდ და მხოლოდ ფორმა.  მეორეა უკვე  მეტაფიზიკური ტრადიცია - არის ის საბაზისო ჭეშმარიტებები რომელიც უცვლელია. ყველა რელიგიაში არის მეტაფიზიკური ტრადიცია, სწავლება რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება, სულ ერთია რომელი საუკუნე იქნება, ქრისტიანისთვის "ათი მცნება" შეუცვლელი იქნება და არ იქნება გადახედილი.  ტრადიციულ მსოფლმხედველობისთვის კაცობრიობას...

რატომ არ გვაქვს ეროვნული ინტერესი?

      "თუ კი ყველაფერი არ არის დაკარგული, მაშინ არაფერი არ არის დაკარგული" საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო და პოლიტიკური ძალა აწარმოებს საკუთარ პოლიტიკას. მათ ზოგჯერ ერთმანეთსი წინააღმდეგობა აქვთ, ზოგჯერ კი თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალებია: 1) რუსეთი - რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ სამხედრო კონტიგენტი ჰყავს განლაგებული, რაც სამხედრო უპირატესობას აძლევს სხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზე, ასევე რუსული კაპიტალი რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს ფლობს. ამის გარდა აქვს საკუთარი გავლენები სახელმწიფოს სტრუქტურებზე და ქართულ პოლიტიკოსების ნაწილზე 2) აშშ - რომელსაც პოლიტიკური გავლნები აქვს საქართველოში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებზე, ისე არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორი მთლიანად აშშ-ის გავლენების ქვეშაა. მას სურდა შეექმნა თავის პოლიტიკური კლასი საქართველოში. მაგრამ ამერიკელებს ქართულ ეკონომიკაზე არ აქვთ გავლენები (უფრო მეტად ინტერესები). 3) თურქეთი - რომელსაც აქვს საქართველოში ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა...